ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარს არ უჭერენ

6 ოქტომბერი, 2015 •
თავისუფალი დემოკრატები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარს არ უჭერენ

“მთავრობით უკმაყოფილება ძალიან დიდი ხანია არსებობს და ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მთავრობამ პასუხისმგებლობა იგრძნოს. მაგრამ ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე… ეს ქვეყანა, მთავრობა, ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტიები უნდა მიეჩვიონ, რომ ეს არის ის ციკლი, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენ ვემხრობით არჩევნების ვადაში ჩატარებას. მთავარია, ყველაფერი შეიქმნას იმისათვის, რომ ეს არჩევნები 2016 წელს წესიერად ჩატარდეს”, – აცხადებს ფანჯიკიძე.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. 


 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი ძალების ჩახშობასა და იმ ადამიანების დაპატიმრებაში ხედავს გამოსავალს, ვინც პროტესტს გამოთქვამს. ბოკერიას მიაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

 

 

 

“ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც ქვეყანა ამ კატასტროფული მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს, არის ვადამდელი არჩევნები. ივანიშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, ჩვენ ვეუბნებით, შევამოწმოთ, ვის აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ერთადერთი გზა ლეგიტიმურობის დაბრუნებისა ამ ხელისუფლებისთვის არის არჩევნები, ისინი გასული არიან ლეგიტიმურობის კურსიდან და ქვეყნისთვის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. სწორედ ამ ამოცანით ვიწყებთ დისკუსიებს და ვიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 


ბოკერიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა ყველა იმ პარტიასთან დაიწყებს მსჯელობას ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც არ არის მართული ივანიშვილის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი