ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატები და მინისტრები StopCov ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ

2 აპრილი, 2020 • 1318
“ოცნების” დეპუტატები და მინისტრები StopCov ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ

“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ამის შესახებ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა პარლამენტსა და მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3″, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საუბარია 93 დეპუტატისა და მთავრობის 12 წევრის ხელფასზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ პარტიის სხვა წევრები და მხარდამჭერებიც მიიღებენ მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წევრები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი წვლილი შეიტანონ ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, მიუხედავად რთული ვითარებისა, ვისაც აქვს შესაძლებლობა და დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი