ახალი ამბები

როგორი შეიძლება იყოს COVID-19-ის პიკი საქართველოში

2 აპრილი, 2020 • 3004
როგორი შეიძლება იყოს COVID-19-ის პიკი საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “პოსტივისთან” აცხადებს, რომ  მომავალი კვირის ბოლომდე ისეთი პაციენტების იდენტიფიცირებაა მოსალოდნელი, რომლებიც ამჟამად კარანტინში არიან.

ამის შემდეგ კი შიდა გავრცელება გაიზრდება და იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაწესებული ღონისძიება ხარისხიანად არ გატარდა, აპრილოს ბოლოდან ყოველდღიური მატება შესაძლოა 50-დან რამდენიმე ასეულ შემთხვევამდე იყოს:

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე სცენარი. შემდეგი კვირის ბოლომდე ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით დაავადებულების იდენტიფიცირებას და მომატებას იმ ჩვენი მოქალქეების მხრიდან, რომლებიც შეიძლება იმპორტირებულ COVID-19 პაციენდებტად იქნენ მოხსენიებული. ესენი არიან პაციენტები, რომლებიც ამჟამად კარანტინში იმყოფებიან”, – ამბობს მინისტრი.

ყოველივე ამის შემდეგ, მისი თქმით, აპრილის ბოლოდან არის მოლოდინი, რომ შიდა გავრცელება გაიზარდოს.

“უკვე პიკს ველოდებით მაისის დასაწყისში და ეს იქნება რამდენიმე ასეული პაციენტი. თუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან, აპრილის ბოლოდან ეს იქნება 50 და რამდენიმე ასეული ყოველდღურად… იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ყველა ის ღონისძიება არ ჩატარდა იმ ხარისხით, როგორი ხარისხითაც ის უნდა გატარდეს” ,- ამბობს ტიკარაძე.

ამავე თემაზე გირჩევთ გაეცნოთ კურაციოს მოდელირებას

რატომაა კონტაქტების შემცირება აუცილებელი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი