ახალი ამბები

“მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, ჩააბაროს სისხლი”- იმნაძე

2 აპრილი, 2020 • 3043
“მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, ჩააბაროს სისხლი”- იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია “ფორმულის” კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მათ მიერ მოძიებულ ლიტერატურაში ახალი კორონავირუსის სისხლით გადაცემის შემთხვევები არ ფიქსირდება.

თუმცა, მიუხედავად ამისა, იმნაძის თქმით, დონორებს, რომლებიც სისხლის ჩაბარების სურვილს გამოთქვამენ, დამატებით კითხვარს ავსებინებენ COVID-19-ით ინფიცირების გამოსარიცხად:

“ჩვენებმა ლიტერატურას ძალიან კარგად გადახედეს. ჯერჯერობით სისხლით გადაცემის პრეცედენტი, ყოველ შემთხვევაში, რაც მათ მოიკვლიეს ლიტერატურაში, არ მოიძებნა.

ყველა დონორი COVID-19-ის გარეშეც მკაცრ შემოწმებას გადის, სანამ მოხდება მისგან სისხლის აღება. ეს გულისხმობს მის დეტალურ გამოკითხვას, შეფასებას მისი ჯანმრთელობის, სიცხის გაზომვას და ახლა დაემატა კიდევ კითხვები”, – ამბობს იმნაძე.

იმნაძის თქმით, სისხლის მარაგები ქვეყანას ყოველთვის სჭირდება და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ დონორები, სისხლის ბანკებს მიმართონ:

“სისხლის პრობლემები იქმნება უკვე მარაგებში, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია ჩააბაროს სისხლი. სისხლი, როგორც ჩველებრივ მდგომარეობაში, ყოველთვის საჭიროა. მოვუწოდებ ჩვენ თანამშრომლებს, ვინც არიან ჯანრმთელები და ფიზიკურად ამის შესაძლებლობა აქვთ, კარგი იქნება, თუ სისხლს ჩავაბარებთ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანას ყოველთვის სჭირდება” ,- ამბობს იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი