ახალი ამბები

არასრულწლოვნის თვალწინ ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

2 აპრილი, 2020 • 1042
არასრულწლოვნის თვალწინ ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნის თვალწინ ცოლის ცემისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა დასთან სტუმრად ყოფნის დროს ცოლს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

იზოლაცია კორონავირუსის დროს: საფრთხე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

მასალების გადაბეჭდვის წესი