ახალი ამბები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი – გახარია

2 აპრილი, 2020 • 1640
ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1 აპრილს „იმედის“ ღამის ეთერში განაცხადა, რომ Covid-19-ის პანდემიის ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 37 მოქალაქეა გადმოყვანილი.

„ჩვენი პოზიცია მკაფიო და პირდაპირია — არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ისინი ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საზრუნავები არიან“, – განაცხადა მან.

„ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად გაშვება ფუნქციონირებაში. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების სტანდარტში, რომელსაც მოქალაქე მიიღებს, როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ენგურის მეორე მხრიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ“, – განაცხადა გახარიამ.


2 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 130-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 437 ადამიანი იმყოფება, 260 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი