ახალი ამბები

საქართველოში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევები 130-მდე გაიზარდა

2 აპრილი, 2020 • 1107
საქართველოში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევები 130-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 13-ით გაიზარდა და 130 შეადგინა. აქედან გამოჯანმრთელდა 26.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 104 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას ახლა გადის.

სხვა მონაცემებს რაც შეეხება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

მასალების გადაბეჭდვის წესი