ახალი ამბები

ქვემო ქართლის მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, თითქოს კარანტინი დასრულდა – ლომჯარია

1 აპრილი, 2020 • 1339
ქვემო ქართლის მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, თითქოს კარანტინი დასრულდა – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუწყება, რომ სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობს ეგზავნება დეზინფორმაცია, თითქოს კარანტინის რეჟიმი დასრულდა.

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება — საგანგებო რეჟიმი, სულ მცირე, 21 აპრილამდე გაგრძელდება.

„ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას“, – მიმართავს ნინო ლომჯარია მოქალაქეებს და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი უწყებების ინფორმირება უკვე მოვახდინეთ“, – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი