ახალი ამბები

ირანი ერაყში აშშ-ზე შეტევას გეგმავს — ტრამპი

1 აპრილი, 2020 • 1224
ირანი ერაყში აშშ-ზე შეტევას გეგმავს — ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ერაყში დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებზე ან ამერიკულ ობიექტებზე „მზაკვრული იერიშის“ მიტანას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.

ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანი შეტევის შემთხვევაში „დიდ ფასს“ გადაიხდის.

„ინფორმაციის საფუძველზე, ირანი ან მასთან დაკავშირებული ძალები აპირებენ ერაყში დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებზე ან/და ობიექტებზე მზაკვრული იერიშის მიტანას. თუ ეს მოხდა, ირანი, რა თქმა უნდა, დიდ ფასს გადაიხდის“, — წერს ტრამპი.


აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად დაიძაბა 2020 წლის იანვარში, როცა ტრამპის ბრძანებით ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს. ირანმა ამის შემდეგ ერაყში აშშ-ის ბაზაზე შეტევა მიიტანა და  გამოვიდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან, რომლითაც ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს ამბობდა.

ამჟამად აშშ-სა და ირანში კორონავირუსის გავრცელებას ებრძვიან. ირანში თითქმის 50 000, აშშ-ში კი თითქმის 200 000 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი