საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, უეფამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველა მატჩი გადაიდო.
შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო. ფედერაციაში ვარაუდობენ, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ზაფხულის ნაცვლად მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.
საქართველო-ბელარუსის შევედრა ერთა ლიგის ფარგლებში თბილისში 26 მარტს უნდა გამართულიყო. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი მატჩამდე ერთი თვით ადრე გაიყიდა, თუმცა კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე უეფამ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.