სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციური სერიალის, „რიკი და მორტის“ (Rick and Morty) მეოთხე სეზონის მეორე ნაწილი — შემდეგი ხუთი სერია — 3 მაისს გამოდის. სეზონის პირველი ხუთი სერია 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოვიდა.
ახალი სეზონის ტრეილერი შემქმნელებმა 1 აპრილს გამოაქვეყნეს.
2013-დან 2019 წლამდე სერიალის სულ 3 სეზონი და 31 სერია იყო გამოსული. მეოთხე სეზონი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო, 2019 წლის ნოემბერში. შოუ Adult Swim-ზე გადის.
სერიალი მეცნიერ რიკ სანჩესისა და მისი შვილიშვილის, მორტის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატირული ანიმაციაა ბოლო ათწლეულში.
2018 წელს შემქმნელებმა გამოაცხადეს, რომ პაუზის შემდეგ 70 ახალ ეპიზოდს გამოუშვებდნენ. ასე რომ, გულშემატკივრებს წინ კიდევ რამდენიმე სეზონი ელით.
სულ რამდენიმე დღის წინ, 28 მარტს, გამოვიდა „რიკისა და მორტის“ დაახლოებით 6-წუთიანი ეპიზოდი იაპონური ანიმეს სტილში.
უყურეთ „ლიტაგორის“ პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდს „რიკისა და მორტის“ შესახებ ქართულ ენაზე [შეიცავს სპოილერებს]: