ახალი ამბები

Rick and Morty-ს მეოთხე სეზონი ნოემბერში გამოვა – [თიზერი]

15 მაისი, 2019 • 1942
Rick and Morty-ს მეოთხე სეზონი ნოემბერში გამოვა – [თიზერი]

Rick and Morty-ს ახალი, მეოთხე სეზონი ეკრანებზე ნოემბერში გამოვა. თიზერი სერიალის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.

2013 წლიდან Rick and Morty-ს სულ 3 სეზონი და 31 სერიაა გამოსული. მულტფილმის სიუჟეტი გენიალურ მეცნიერ რიკისა და მის შვილიშვილ მორტის თავგადასავლებზე გვიყვება. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატირული ანიმაციაა.

“არ მჯერა, რომ დავბრუნდით. რომ დავბრუნდებით, ანუ… 2019 წელს… ნოემბერში”- ამბობს მორტი 30-წამიან ტიზერში. გარდა ამ პატარა დიალოგისა, ახალი სეზონის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი