ახალი ამბები

Rick and Morty-ს მე-4 სეზონი 10 ნოემბერს გამოდის | ნახეთ ტრეილერი

7 ოქტომბერი, 2019 • 2406
Rick and Morty-ს მე-4 სეზონი 10 ნოემბერს გამოდის | ნახეთ ტრეილერი

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციური სერიალის, „რიკი და მორტის“ (Rick and Morty), ახალი, მეოთხე სეზონი 10 ნოემბერს გამოდის.

ახალი სეზონის ტრეილერი შემქმნელებმა 6 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.

2013 წლიდან სერიალის სულ 3 სეზონი და 31 სერიაა გამოსული. მეოთხე სეზონი ორწლიანი პაუზის შემდეგ გამოდის.

სერიალი მეცნიერ რიკ სანჩესისა და მისი შვილიშვილის, მორტის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატირული ანიმაციაა ბოლო ათწლეულში.

2018 წელს შემქმნელებმა გამოაცხადეს, რომ პაუზის შემდეგ 70 ახალ ეპიზოდს გამოუშვებდნენ. ასე რომ, გულშემატკივრებს წინ კიდევ რამდენიმე სეზონი ელით.

უყურეთ „ლიტაგორის“ პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდს „რიკისა და მორტის“ შესახებ ქართულ ენაზე [შეიცავს სპოილერებს]:

მასალების გადაბეჭდვის წესი