ახალი ამბები

პროკრედიტ ბანკმა ეროვნულ ვალუტაში გახსნილ ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

15 სექტემბერი, 2015 •
პროკრედიტ ბანკმა ეროვნულ  ვალუტაში გახსნილ ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით ვადიანი ტიპის ანაბრებზე  გაიზარდა  საპროცენტო განაკვეთი.

9 სექტემბრიდან, ლარში ნებისმიერი ვადიანი ტიპის ანაბრის გახსნის შემთხვევაში მომხმარებელი 1,5%-ით მეტ სარგებელს მიიღებს. აღნიშნული ეხება, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

 

ვადიანი ტიპის ანაბარზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.25 %-მდე გაიზარდა, ხოლო ზრდადი ანაბრის მაქსიმალური ვადით გახსნისას დეპოზიტარები მიიღებენ 8.75%. პროკრედიტ ბანკი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს  პატარა მეანაბრეებსაც. საბავშვო ანაბრის მაქსიმალური პროცენტი ახლა უკვე 9.25%-ია.


პროკრედიტ ბანკი უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოში დაგროვების კულტურის განვითარებას; აქტიურად მუშაობს  საზოგადოებასთან დაზოგვის მნიშვნელოვნების და მისი უპირატესობების  გაცნობის მიმართულებით. ბანკი იმედოვნებს, რომ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები სტიმული იქნება მომხმარებლებისთვის დააგროვონ მეტი და მიიღონ მეტი სარგებელი.


დეტალური ინფორმაციის ნახვა ანაბრებზე ახალი საპროცენტო განაკვეთების შესახებ ბანკის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი www.procreditbank.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი