ნეტგაზეთი | „ეფეს საქართველო“ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით განაგრძობს პროდუქციის წარმოებას „ეფეს საქართველო“ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით განაგრძობს პროდუქციის წარმოებას – Netgazeti

„ეფეს საქართველო“ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით განაგრძობს პროდუქციის წარმოებას

COVID-19 ვირუსის პანდემიის ფონზე, „ნატახტარის“ მწარმოებელმა კომპანია „ეფეს საქართველომ“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესაბამისად, რამდენიმე მკაფიო პრიორიტეტი განსაზღვრა, რომლებიც თანამშრომლების, მომხმარებლებისა და ბიზნესპარტნიორების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას ითვალისწინებს:

  • თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა
  • წარმოების პროცესში ჯანდაცვის ნორმების დაცვის გამკაცრება
  • ქართველი საზოგადოების, ჩვენი პარტნიორებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა

16 მარტიდან დისტანციურ საქმიანობაზე გადავიდნენ ის თანამშრომლები, რომლებსაც არ სჭირდებათ ველზე, ან წარმოებაში მუშაობა. წარმოების პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებული ფორმით, ადამიანის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. ამასთანავე, კომპანიამ მაქსიმალურად შეამცირა სამუშაო საათები და სამოძრაო არეალი საველე ჯგუფებისთვის. აიკრძალა გარე ვიზიტორების დაშვება ქარხნისა და ადმინისტრაციული ოფისების ტერიტორიაზე.

ყოველდღიურად ხდება საწარმოო აღჭურვილობის, საამქროების, წარმოებული პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალებების სრულფასოვანი დეზინფექცია, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური მობილური ჯგუფები. დისტანციურად მოწმდება და კონტროლდება ყველა თანამშრომლის სხეულის ტემპერატურა, ველზე მომუშავე პერსონალს, მათ შორის, დისტრიბუტორებსაც  მიეწოდებათ ხელთათმანები, ნიღბები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები.

ამასთანავე, COVID 19-ის პროფილაქტიკური ზომების შესახებ ჩვენს ლუდსახარშსა და სხვა სივრცეებში განთავსდა საინფორმაციო პლაკატები, ჩატარდა სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი თანამშრომლებისთვის და კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრდის პრევენციულ ღონისძიებებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ COVID 19-ის წინააღმდეგ მიმართული მწყობრი და თანმიმდევრული ღონისძიებები მაქსიმალურად აგვაცილებს შესაძლო გართულებებს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი