ახალი ამბებირეკლამა

„ეფეს საქართველომ“ თიანეთში ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო

5 დეკემბერი, 2023 • 630
„ეფეს საქართველომ“ თიანეთში ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო

„ეფეს საქართველომ“ თიანეთში, სიმონიანთხევის სატყეო უბანში, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო. გუშინ ხეების დარგვის პროცესში ჩაერთნენ კომპანიის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად. მათ ჯერ დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია და შემდეგ დარგეს ხეები. მნიშვნელოვანია, რომ „ეფეს საქართველო“ „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.

1

შეგახსენებთ, რომ „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში „ტყის მეგობარი“. ლუდი „EFES Special“ „ტყის მეგობრის“ პროექტის ფარგლებში იზრუნებს თიანეთის სატყეო უბანში 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე. პროექტის შედეგად გაიხარებს 36 000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ „EFES Special-ის“ მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე.

„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება „ეფეს საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი და დეკლარირებული პრიორიტეტია, განსაკუთრებით გარემოს დაცვის მიმართულებით. „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში და ლუდი „EFES Special“,ტყის მეგობრისპროგრამის ფარგლებში, თიანეთის სატყეო უბანში 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე იზრუნებს. ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. გარდა ამ ჩართულობისა, რაც გულისხმობს ტყის განახლების დაფინანსებასა და ხელშეწყობას, პროდუქტის კომუნიკაცია და არსი სრულად დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე, ლუდის ბოთლზე დატანებულია QR კოდი და მისი დასკანერებით, მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე და ტყის მეგობარი,“ – განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთევან ჟვანია.

2

„მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით წელს, ზაფხულში შეიქმნა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მათ მხარდამჭერები სწრაფად გამოუჩნდა, „ეფეს საქართველო“ გახდა პირველი კომპანია, რომელიც გახდა „ტყის მეგობარი“. სწორედ ისინი იზრუნებენ თიანეთის სატყეო უბანში ტყის განახლებაზე. მომავალი სამი წლის განმავლობაში 12 ჰექტარზე განხორციელდება ტყის აღდგენითი სამუშაოები და ჩვენ აქ მივიღებთ ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ტყის ეკოსისტემას, რომელიც შეასრულებს ყველა ფუნქციას, როგორიცაა ეკოლოგიური და სოციალური, ასევე ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს, რადგან ეს ტერიტორია სიონის ტბასთან ახლოსაა და მნიშვნელოვანია რეკრეაციული დატვირთვის თვალსაზრისით,“ – აღნიშნავს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.

3

„ტყის მეგობრის“ მიზანია გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მისცეს ადამიანებს საშუალება მოუარონ და გაახარონ ტყეები. „ტყის მეგობარი“ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა. პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს, როგორც მოხალისეობრივი ჩართულობით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით.

„ტყის მეგობრის“ პლატფორმაზე დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია 969 მოხალისე, ინდივიდუალურმა შემოწირულობამ 454, ხოლო კორპორაციულმა 64 923 ლარი შეადგინა. შეძენილია 29 000 ევროს ღირებულების ტყის აღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები. სულ მალე პლატფორმაზე 2024 წელს განსახორციელებელი ტყის აღდგენის პროექტები დაემატება.

EFES Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის, ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი, სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. პროდუქტის კომუნიკაცია და არსი დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზეახალი EFES-ის შეძენისას ავტომატურად ხდები ტყის მეგობარი!

შევხვდებით ჩვენს აღდგენილ ტყეში!

მასალების გადაბეჭდვის წესი