ახალი ამბები

თერჯოლის მერი გადადგა

1 აპრილი, 2020 • 2455
თერჯოლის მერი გადადგა

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა.

მერის მოვალეoბას ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს, რომელიც თერჯოლის მერის პირველ მოადგილედ გუშინ, 31 მარტს დაინიშნა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ გოგიაშვილი დღეს წარუდგინა მერიის თანამშრომლებს.

როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბონდო სოფრომაძეს პირადი მიზეზებიდან გამომდინარე თანამდებობის დატოვების შესახებ გუბერნატორთან კონსულტაციები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა. ასევე, კონსულტაციების შედეგად, თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ.

თავად ბონდო სოფრომაძესთან დაკავშირება “ნეტგაზეთმა” ვერ შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი