პირველი აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში კი, COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 571 შეადგინა.
სომხეთში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოზე [25 თებერვალი] გვიან, 29 თებერვალს გამოავლინეს, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად რამდენიმე ათეულით იზრდება. სომხეთში დაინფიცირებულთა შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებიც არიან.
ეჩმიაძინისა და სამკერვალოს კლასტერები – როგორ უმკლავდება სომხეთი კორონავირუსს?