ახალი ამბები

თბილისის მიკროავტობუსი მზად არის, იმ კომპანიებს მოემსახუროს, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ

1 აპრილი, 2020 • 1489
თბილისის მიკროავტობუსი მზად არის, იმ კომპანიებს მოემსახუროს, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ

“თბილისის მიკტორავტობუსის” ინფორმაციით, ისინი მზად არიან, იმ მგზავრებს მოემსახურონ, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის დროსაც მუშაობენ.

საუბარია ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელურ მარკეტებზე, რომლებიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეიმუშავეს ანაზღაურების შესაბამისი სისტემა. ამასთანავე, მიკროავტობუსებში სადენზიფექციო სამუშაოები ყოველდღე ჩატარდება.

“სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსხურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “თბილისის მიკროავტობუსი” მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა.

სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოთ ხსენებული ტიპის ორგანიზაციისთვის შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე, შესაბამიასდ, ერთ მიკროავტობუსზე ყოველდღიური მომსახურეობა (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით”, – წერია განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცლეების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რა დროსაც შეიზღუდა მიკროავტობუსებით გადაადგილება. უკვე 31 მარტიდან კი შეჩერდა ავტობუსებისა და მეტროს მუშაობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი