საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 115-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 22.
შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ საიტზე – stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
ეს მონაცემი ნიშნავს, რომ საქართველოში 93 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, ვისაც კორონავირუსი დაუფიქსირდა და ამ დროისთვის მკურნალობას რომელიმე კლინიკაში გადის.
რაც შეეხება მსოფლიოს, კორონავირუსის 860 181 შემთხვევა დასტურდება, აქედან 178,359 გამოჯანმრთელდა, ხოლო 42,345 დაიღუპა.