ახალი ამბები

წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი მალე აფხაზურ ენაზეც ამუშავდება

14 სექტემბერი, 2015 • • 2286
წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი მალე აფხაზურ ენაზეც ამუშავდება

“დღეიდან იუსტიციის სახლს შეემატა აფხაზურენოვანი გვერდი. ეს არის ის ვებგვერდი აფხაზურ ენაზე, რომლის წყალობითაც ჩვენი დები და ძმები აფხაზეთში და ის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არ არიან საოკუპაციო ზოლს მიღმა, არამედ აქეთაც ცხოვრობენ, ეს ვებგვერდი ყველას გაგვაერთიანებს. იმათ, ვინც იქით დარჩნენ და იმათ, ვინც აქეთ არიან და ვისაც სჭირდება დოკუმენტები ჰქონდეს ხელმისაწვდომი და იცოდეს როგორ უნდა გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი, რომ მიიღოს სახელმწიფო მომსახურება. ადამიანის უფლებებში ისიც იგულისხმება, რომ სერვისები იყოს ხელმისაწვდომი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე. ჩვენ მომავალში უკვე იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდს ვაქცევთ აფხაზურ ენაზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აფხაზური ანბანი, ფოტო: vmulder.livejournal.com
აფხაზური ანბანი, ფოტო: vmulder.livejournal.com

მასალების გადაბეჭდვის წესი