ახალი ამბები

თუ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ბავშვი დაარღვევს, მშობელი დაჯარიმდება

31 მარტი, 2020 • 1807
თუ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ბავშვი დაარღვევს, მშობელი დაჯარიმდება

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დღეიდან არაერთი ახალი შეზღუდვა ამოქმედდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა.

18 კითხვა და პასუხი – კარანტინი/კომენდანტის საათი

მასალების გადაბეჭდვის წესი