საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა.
[toggle title=”1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული?”]ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით. [/toggle]
[toggle title=”2. როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა?”]მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის – ბავშვებს.[/toggle]
[toggle title=”3. რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრება?”]3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას. მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
ეს შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.[/toggle]
[toggle title=”4. როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა?”]70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიდიან სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად. ასევე, ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ.
ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს. [/toggle]
[toggle title=”5. თუ 70 წელს გადაცილებული მარტოხელაა?”]იმ შემთხვევაში თუ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო (საქართველოს ფოსტა) და ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 144.[/toggle]
[toggle title=”6. რას ნიშნავს სრული კარანტინი – ე.წ „კომენდანტის საათი“?”]მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. [/toggle]
[toggle title=”7. როდის და ვისთვისაა აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება? “]ნებისმიერ ფიზიკურ პირს ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. [/toggle]
[toggle title=”8. იმ შემთხვევაში, თუ არ მაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?”]ასეთ შემთხვევაში იქონიეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება. მაგალითად, მართვის მოწმობა. [/toggle]
[toggle title=”9. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?”]16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.[/toggle]
[toggle title=”10. კომენდანტის საათის დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება?”]კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება. [/toggle]
[toggle title=”11. საღამოს 9 საათის შემდეგ იმუშავებს თუ არა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები?”]9 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე).[/toggle]
[toggle title=”12. მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება, თანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო?”]თანაშმრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის, ავტობუსის მეშვეობით, რომლებზეც არ ვრცელდება 3- კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნული არ ეხება თანამშრომლების გადაყვანას მსუბუქი ავტომანქანებით, რაზეც ვრცელდება 3 -კაციანი შეზღუდვა.[/toggle]
[toggle title=”13. ტაქსისტი ვარ, შემიძლია თუ არა განვაგრძო საქმიანობა?”]დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი – თქვენს გარდა, ორი ადამიანი უნდა მგზავრობდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება. [/toggle]
[toggle title=”14. ითვლება თუ არა ბავშვი 3 -კაციან შეზღუდვაში?”]დიახ.[/toggle]
[toggle title=”15. მაქვს თუ არა ეკონომიკური საქმიანობის უფლება? “]
იზღუდება ყველა საქმიანობა, გარდა:
1. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
2. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე, მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
3. წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
4. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
5. კომერციული ბანკების საქმიანობისა;
6. იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
7. საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
8.ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
10. საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
11. სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
12. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
13. მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
14. საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
15. კერძო დაცვითი საქმიანობისა;
16. საადვოკატო საქმიანობისა;
17. ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
18. პრესის ჯიხურებისა.
ზემოაღნიშნულის გარდა, მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განისაზღვრება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს. ყველა ცვლილება ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბმულზე – https://matsne.gov.ge/ka/document/search…
ყველა ასეთი საგამონაკლისო საქმიანობა უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით.
[/toggle]
[toggle title=”16. ოჯახში სამზე მეტი პირი ვცხოვრობთ, ვარღვევთ თუ არა ამ დადგენილების მოთხოვნას?”]რა თქმა უნდა, არა.[/toggle]
[toggle title=”17. ვრცელდება თუ არა 3- კაციანი შეზღუდვა მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე?”]მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლიდან და უკან, მიკროავტობუსის/ავტობუსის მეშვეობით. ამასთან, ასეთმა კომპანიებმა ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღონ მუნიციპალიტეტებიდან. [/toggle]
[toggle title=”18. საქმიანობა უჩერდებათ თუ არა სავალუტო ჯიხურებს და ლომბარდებს?”]დიახ, უჩერდებათ.[/toggle]
