მოსკოვის დასახლება კომუნარკის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „ტასს“ სახელმწიფო ტელევიზია „რასია 24″-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროცენკო 24 მარტს საავადმყოფოში მისულ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ხელიც ჩამოართვა.
თუმცა, როგორც RTVI იუწყება, პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი კორონავირუსზე ტესტს რეგულარულად იტარებს და „ყველაფერი წესრიგში აქვს“.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 2 300 მეტ შემთხვევაზეა ცნობილი. გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 121.
გარეკანის ფოტოზე: დენის პროცენკო და ვლადიმერ პუტინი. ფოტო: ТАСС