ახალი ამბები

კომენდატის საათის გამო Glovo, Wolt და Menu.ge საღამოობით მუშაობას წყვეტენ

31 მარტი, 2020 • 2157
კომენდატის საათის გამო Glovo, Wolt და Menu.ge საღამოობით მუშაობას წყვეტენ

საქართველოში გამოცხადებული კარანტინის და ე.წ. კომენდატის საათის  გამო პროდუქტების მიმტანი სამი ყველაზე პოპულარული სერვისი საღამოობით მუშაობას წყვეტს.

Glovo-ში ამბობენ, რომ სამთავრობო რეგულაციების თანახმად, სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს 20:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე შეიზღუდება.

Wolt-ის თქმით, შეკვეთების განთავსება შესაძლებელი იქნება დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:30 საათამდე.

რაც შეეხება Menu.ge-ს, სერვისი დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იმუშავებს.

საქართველოში 31 მარტის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. ეს მდგომარეობა რიგ შეზღუდვებს, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათს ითვალისწინებს. დღეიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა იკრძალება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიცაა აფთიაქში წასვლა.

მოქალაქეებს გადაადგილებისას აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

ვრცლად წაიკითხეთ:

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

საქართველოში 31 მარტის [16:29 საათის] მონაცემებით კორონავირუსული ინფექციის სულ 110 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 21. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანაში 89 აქტიური პაციენტი ფიქსირდება ანუ ის პირი, ვინც ახლა მკურნალობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

მასალების გადაბეჭდვის წესი