ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში კანდიდატები კორონავირუსის გამო არჩევნების გადავადებას ითხოვენ

27 მარტი, 2020 • 949
ყარაბაღში კანდიდატები კორონავირუსის გამო არჩევნების გადავადებას ითხოვენ

“მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს და გადაავადოს 31 მარტს  დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო”,- აცხადებს საპრეზიდენტო კანდიდატი ვიტალი ბალასანიანი, რომელსაც სხვა კანდიდატებმაც დაუჭირეს მხარი. თუმცა სხვა ორი კანდიდატი არჩევნების გადავადების წინააღმდეგია. მათი აზრით, COVIT-19-ის გავრცელების საფრთხე ყარაბაღში არ არსებობს.

“აგიტაციის დროს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა დაცული იყოს, ყველა ზომა მიღებულია. არწახში მოვლენები ისე განვითარდება, რომ არ გვექნება სერიოზული საფრთხე და შეგვიძლია ყველა პოლიტიკური პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ”, – აცხადებს აშოტ გულიანი, საპრეზიდენტო კანდიდატი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ვირუსის შეღწევის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ზომის მიღებაზე 26 მარტს ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა დამკვირვებელს, რომელსაც ყარაბაღში გაგზავნიან, კორონავირუსზე ექსპრეს-ტესტს გაუკეთებენ. კორონავირუსის საფრთხის გამო ყარაბაღში საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩავლენ.

გარდა ამისა, ყარაბაღში სომხეთიდან მოქალაქეების გადაადგილება დროებით აიკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი