ახალი ამბები

მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს – ჭიაბერაშვილი

31 მარტი, 2020 • 1142
მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს – ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი სატრანსპორტო შეზღუდვების პირობებში მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს.

როგორც ცნობილია, დღეიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.

“ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა და, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნია საზოაგდოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერება.

ასეთ დროს გასათვალისწინებელია უამრავი დაბალხელფასიანი ექიმისა და ექთნის მდგომარეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი.

ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი – ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან,” – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი