ახალი ამბები

COVID 19-ით უცხოეთში საქართველოს მე-5 მოქალაქე გარდაიცვალა

31 მარტი, 2020 • 1248
COVID 19-ით უცხოეთში საქართველოს მე-5 მოქალაქე გარდაიცვალა

კორონავირუსით უცხოეთში საქართველოს მე-5 მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას პაატა იმნაძე ადასტურებს.

იმნაძემ დღეს ბრიფინგზე განმარტა, რომ მე-5 პაციენტი ნიუ იორკში მცხოვრები 64 წლის კაცია, რომელსაც გარდა COVID 19-სა, სხვა თანხმლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული რიცხვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აქ COVID 19 დაუდასტურდა 161 610 პირს, რომელთაგან გარდაიცვალა 3,170, ხოლო გამოჯანმრთელდა 5,945 ადამიანი. ქვეყანაში ეპიდაფეთქების ერთ-ერთი კერა სწორედ ნიუ იორკია

31 მარტის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 110 პაციენტს დაუდასტურდა, საიდანაც 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 ათასამდე პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი