ახალი ამბები

ღამე შინაური ცხოველის ეზოში გაყვანა იკრძალება

31 მარტი, 2020 • 3096
ღამე შინაური ცხოველის ეზოში გაყვანა იკრძალება

საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომაროების ფარგლებში დაწესებული ე.წ. საკომენდანტო საათის დროს შინაური ცხოველის ეზოში ჩაყვანაც იკრძალება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავორბის მიერ შექმნილ ცხელ ხაზზე (144) განუცხადეს.

როგორც საინფორმაციო ცხელ ხაზზე “ნეტგაზეთს” უთხრეს, შინაური ცხოველის გამოყვანა დღის პერიოდში იქნება შესაძლებელი. 21:00 საათის შემდეგ კი, როდესაც ე.წ. საკომენდანტო საათი ამოქმედდება, ცხოველის ეზოში გაყვანაც საგანგებო მდგომარეობის დარღვევად ჩაითვლება, რაც ფიზიკური პირისთვის პირველ ჯერზე 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტიელბით, კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტოირაზე დღეს, 08:00 საათიდან ამოქმედდა.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. ამ დროს ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს ექნებათ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი