ახალი ამბები

ავსტრიაში სუპერმარკეტებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

30 მარტი, 2020 • 908
ავსტრიაში სუპერმარკეტებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

ავსტრიის მაღაზიებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, სუპერმარკეტების შესასვლელთან პირბადეებს დაარიგებენ და მათი ტარება სავალდებულო იქნება.

„როიტერსის“ ცნობით, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ პირბადეების დარიგება სუპერმარკეტებთან, ალბათ, ოთხშაბათიდან“ დაიწყება.

როგორც „როიტერსი“ წერს, კურცმა განაცხადა, რომ ეს ზომები მიზნად ისახავს, ადამიანებმა პირბადე საჯარო სივრცეში უფრო აქტიურად ატარონ. როგორც კურცი აცხადებს, ე.წ „MNS“ პირბადეები, რომლებსაც მოსახლეობას დაურიგებენ, სამედიცინო სტანდარტის არაა.


ავსტრიაში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 9,454 შემთხვევაა დაფიქსირებული. 108 ადამიანი გარდაიცვალა, 636 კი გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი