ახალი ამბები

ნიდერლანდებში მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს

30 მარტი, 2020 • 1983
ნიდერლანდებში მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს

ნიდერლანდებში ვინსენტ ვან გოგის ნახატი მოიპარეს მუზეუმიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაკეტილი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციასა და მუზეუმის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით AP ავრცელებს.

ნახატის სახელწოდებაა: “სამრევლოს ეზოს ბაღი ნიუნენში 1884 წლის გაზაფხულზე”.

ამსტერდამში მდებარე სინგერ ლარენის მუზეუმის განცხადებით, ნახატი ორშაბათს დილით მოიპარეს. ჩამტვრეული იყო მუზეუმის ფასადი.

როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი ევერტ ვან ოსი აცხადებს, მუზეუმი „გაბრაზებული, შოკირებული და დანაღვლიანებულია“ მომხდარის გამო.

ნახატი დროებით იყო სინგერ ლარენის მუზეუმში — ის იქამდე გრონინგენის მუზეუმში ინახებოდა.

ნახატის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია ამჟამად საქმეს იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი