ახალი ამბები

სანოტარო ბიუროები და იუსტიციის სახლები 30-31 მარტს დაკეტილი იქნება

30 მარტი, 2020 • 1629
სანოტარო ბიუროები და იუსტიციის სახლები 30-31 მარტს დაკეტილი იქნება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, დღეს და ხვალ იუსიტციის სახლები, ე.წ. ფრონტ-ოფისები და სანოტარო ბიუროები დაკეტილი იქნება.

მინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიურო ვერ ითვალისწინებს საზოგადოების წინაშე არსებულ საფრთხეს და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

„შესაბამისად, დღეს ყველა სანოტარო ბიურო საქართველოში, იუსტიციის სამინისტრო გადაწეყვეტილებით, დაიკეტა და დაკეტილი დარჩება ხვალაც. ასევე დაკეტილი იყო და დარჩება ყველა „ფრონტ-ოფისი“ რეესსტრებისა და იუსტიციის სახლებისა“, – ამბობს წულუკიანი.

მისი განმარტებითვე, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ჩვეულებრივი რეჟიმი არ იქნება, სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სანოტარო ბიუროების მიერ.

„ჩვენ დაგვჭირდება დღევანდელი და ხვალინდელი დღე იმისთვის, რომ უკვე ხვალ, დღის ბოლოს გამოვაქვეყნოთ თავისებურებები და განსაკუთრებული პირობები, რომლებითაც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები და რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, ხვალ, სამუშაო დღის ბოლოსთვის, იუსტიციის სამინისტროს ექნება კონკრეტული პასუხები და გამოცხადდება ის ლოკაციები, სადაც სანოტარო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება. ამ ლოკაციების ოდენობა შეიზღუდება.

ასევე გამოქვეყნდება ე.წ. ფრონტ-ოფისების სია, „რომლებიც შეზღუდული ხარისხით, მაგრამ მაინც იქნება ღია“.


ხვალ ,დილის 8 საათიდან, საქართველოში ქვეყნის მასშტაბით კარანტინი ცხადდება. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

ვრცლად:

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი