ახალი ამბები

ტრანსპორტი ჩერდება, ვის ექნება გადაადგილების უფლება? – ცქიტიშვილის განმარტება

30 მარტი, 2020 • 1782
ტრანსპორტი ჩერდება, ვის ექნება გადაადგილების უფლება? – ცქიტიშვილის განმარტება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, სატრანსპორტო შეზღუდვების ფარგლებში, 31 მარტის 08:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩერდება.

“იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც დასაქმებული იქნებიან როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე, ყველა  სტრატეგიულ დარგში, რომელიც ნებადართული იქნება, ორგანიზებული უნდა იყოს დამსაქმებლის მიერ ან თანამშრომელი იმოგზაურებს პირადი ავტომობილით ან ტაქსებით, რომელიც ასევე დაშვებულია. 08:00 საათიდან საზოგადოებრიივი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება, მაგრამ 08:00-დან 21:00 საათამდე ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადადგილება და ტაქსებით მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე, ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამ თუ იმ დარგის თანამშრომლებს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ე.წ.  კომენდანტის საათს, 21:00-დან 06:00 საათმდე პერიოდში გადაადგილებას მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები შეძლებენ.

“ეს შეეხება მედიის წარმომადგენლებსაც. თქვენ მიმართავთ საკორდინაციო შტაბს ცხელ ხაზზე – 144-ზე, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეძლებთ განათავსოთ განაცხადები საშვების მიღების თაობაზე”, – დასძინა ცქიტიშვილმა.

მთავრობამ 30 მარტს გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების დაწყებიდან გამომდინარე, საკარანტინო რეჟიმი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და შეზღუდვები გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რომელიც 21 აპრილამდე გრძელდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი