ახალი ამბები

ნიუ იორკში ცხოველების თავშესაფრები დაცარიელდა

30 მარტი, 2020 • 1293
ნიუ იორკში ცხოველების თავშესაფრები დაცარიელდა

ნიუ-იორკში — აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრში- ძაღლებისა და კატების თავშესაფრებში ცხოველების აყვანის განაცხადებმა მკვეთრად იმატა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.

როგორც ცხოველთა დამცველი ჯგუფები, Muddy Paws Rescue და Best Friends Animal Society აცხადებენ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაზრდილი ინტერესის გამო თავშესაფრებში ძაღლები და კატები თითქმის აღარ დარჩნენ.

„რაღაც მომენტში ძაღლები საერთოდ აღარ გვყავდა“, — აცხადებს ანა ლაი, Muddy Paws Rescue-ს მარკეტინგული დირექტორი. „ეს ძალიან კარგი პრობლემაა“, — აღნიშნავს ის.

თუმცა ზოგიერთ ცხოველთა დამცველ ჯგუფში დარდობენ, რომ თუ ადამიანები, ვინც ცხოველები აიყვანეს, სამსახურს დაკარგავენ, შესაძლოა, დაბრუნებული ცხოველების რაოდენობა გაიზარდოს.

„ვაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შეგვიძლია, რათა თავშესაფრები დავაცარიელოთ. არ ვიცით, თუ რა მოხდება, როცა ეკონომიკური [კრიზისის] ტალღა წამოვა“, — აცხადებს ლიზა ლაფონტეინი, Human Rescue Allaince-ის ხელმძღვანელი.

ცხოველების აყვანის გაზრდილი შემთხვევები აშშ-ის სხვა წერტილებშიც დაფიქსირდა. ASPCA-ს განცხადებით, მათმა განყოფილებამ ლოს-ანჯელესში ცხოველების აყვანაზე მოთხოვნების 70-პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა.

ნიუ-იორკში ამჟამად კარანტინის რეჟიმია ამოქმედებული. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, სახლიდან იმუშაონ და აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავიდნენ.

ამავე თემაზე გირჩევთ

კორონავირუსი შინაურ ცხოველებზე არ გადადის, თუმცა, მათ სხვა საფრთხე ემუქრებათ


აშშ-ში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების 143,025 შემთხვევა. გარდაცვლილია 2,514 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4,865.

მასალების გადაბეჭდვის წესი