ახალი ამბები

„ცხოვრების ჩვეული რიტმი UK-ში შესაძლოა ექვსი თვე არ აღდგეს“

30 მარტი, 2020 • 1077
„ცხოვრების ჩვეული რიტმი UK-ში შესაძლოა ექვსი თვე არ აღდგეს“

გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების ჩვეული რიტმი შესაძლოა კიდევ ექვსი თვე არ აღდგეს. როგორც Financial Times იუწყება, ეს განცხადება ჯენი ჰარისმა, სამედიცინო საკითხებში სამეფოს მთავრობის მთავარი მრჩევლის მოადგილემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა შესაძლოა სრულად იყოს “ჩაკეტილი’ 6 თვის განმავლობაში, თუმცა, ჰარისის განცხადებით, „ყველა მცდელობა ფუჭი იქნება“, თუ სამეფოში სოციალური დისტანცირების ზომები დროზე ადრე იქნება გაუქმებული. მისი თქმით, მთელ ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გაგრძელება-შეწყვეტის საკითხს სამ კვირაში განიხილავენ.

გარდა ამისა, ჰარისმა თქვა, რომ მისი მოლოდინით სიუტიაცია შემდეგ ერთ-ორ კვირაში გაუარესდება.

რობერტ ჯენრიკის, საბინაო პოლიტიკისა და სამეზობლოების მდივნის განცხადებით, მთავრობაში არ აქვთ იმედი, რომ უახლოეს მომავალში ყველაზე მკაცრ ზომებს გააუქმებენ — „არავის აქვს ილუზია რომ ეს რამდენიმე კვირაში მორჩება“, — აცხადებს იგი.

გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად აკრძალულია სახლიდან გასვლა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ პროდუქტების ყიდვისთვის, სამედიცინო დახმარების მისაღებად ან ინდივიდიალური ვარჯიშისთვის.

გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ის 19,784 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 1,231,  გამოჯანმრთელდა 151 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი