ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 • 1463
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა

30 მარტის 11:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7-ით გაიზარდა და 98 გახდა. გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ექვსი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია. მათ Covid-19 უკვე არსებული პაციენტებისაგან გადაედოთ. რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, აღნიშნული ინფორმაცია stopcov.ge-ზე ეზუგბაიას ბრიფინგის შემდეგ გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 ათასამდე ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-  250-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი