ნეტგაზეთი | ინფიცირების წყარო ცნობილია და ეს არის ინგლისი – ეზუგბაია ახალ შემთხვევაზე ინფიცირების წყარო ცნობილია და ეს არის ინგლისი – ეზუგბაია ახალ შემთხვევაზე – Netgazeti

ინფიცირების წყარო ცნობილია და ეს არის ინგლისი – ეზუგბაია ახალ შემთხვევაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექოტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს, 29 მარტს, კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ პაციენტის კონტაქტების გამოკვლევა მოხდება.

„დღეს დილის შემდეგ ერთი ახალი შემთხვევა შეგვემატა, შედეგად დადასტურებული შემთხვევები 91-ია. ეს პაციენტი ჩვენს ცენტრშია მოთავსებული.

დილით დაახლოებით 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ერთის შემთხვევაში დადასტურდა კორონავირუსი. [ინფიცირების] წყარო ცნობილია, მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ინგლისი. რა თქმა უნდა, ამ კონტაქტების მოკვლევა მოხდება,“ – ამბობს ეზუგბაია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.