ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექოტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს, 29 მარტს, კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, პაციენტს ინგლისში მოგზაურობის გამოცდილება აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა ამ პაციენტის კონტაქტების გამოკვლევა მოხდება.
“დღეს დილის შემდეგ ერთი ახალი შემთხვევა შეგვემატა, შედეგად დადასტურებული შემთხვევები 91-ია. ეს პაციენტი ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. დილით დაახლოებით 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ერთის შემთხვევაში დადასტურდა კორონავირუსი. [ინფიცირების] წყარო ცნობილია, მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ინგლისი. რა თქმა უნდა, ამ კონტაქტების მოკვლევა მოხდება,”-ამბობს ეზუგბაია.