ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქი მოუწოდებს მორწმუნეებს, ეკლესიაში მისვლისგან თავი შეიკავონ

29 მარტი, 2020 • 1764
რუსეთის პატრიარქი მოუწოდებს მორწმუნეებს, ეკლესიაში მისვლისგან თავი შეიკავონ

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილე II მოუწოდებს მორწმუნეებს, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კირილეს თქმით, „არსებობს ეპიდემიის დიდი საფრთხე“, რომელიც შესაძლოა მათ შორის რუსეთსაც შეეხოს. მისი განცხადებით, რუსები ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, სადაც COVID-19 ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

„ეკლესია მოგიწოდებთ აიღოთ საკუთარ თავზე ვალდებულება მკაცრად შეასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც რუსეთის სანიტარულმა ხელისუფლებამ შემოგთავაზათ.  მოდით, ავიღოთ საკუთარ თავზე გმირობა და არ გამოვიდეთ სახლებიდან, როგორც მარიამ ეგვიპტელმა აიღო საკუთარ თავზე გმირობა არ გამოსულიყო უდაბნოდან, არადა მას ხომ უნდოდა [წყლის] დალევა“, — მოჰყავს გამოცემას კირილეს სიტყვები.

„ამას არასდროს არ ვიტყოდი, რომ არა გასაოცარი, წმინდა მაგალითი მარიამ ეგვიპტელისა. <…> მარიამ ეგვიპტელის გმირობა მოწმობს, რომ ეკლესიაში მისვლის გარეშეც შეიძლება გადარჩენა“, — აღნიშნა კირილემ.


რუსეთში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ხელისუფელბამ მოქალაქეებს მოუწოდა, სახლებიდან გამოსვლისგან თავი შეეკავებინათ. რუსეთსი ამჟამად, „მედუზას“ ცნობით, კორონავირუსით დაავადების 1 534 შემთხვევაზეა ცნობილი. გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64.

მასალების გადაბეჭდვის წესი