ახალი ამბები

ჩინეთი: COVID-19-ის შიდა გადაცემა ძირითადად შევაჩერეთ

29 მარტი, 2020 •
ჩინეთი: COVID-19-ის შიდა გადაცემა ძირითადად შევაჩერეთ

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენლის, მი ფენგის განცხადებით, კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის ეპიდემია ჩინეთში „ბლოკირებულია“ — ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 3000 აქტიური შემთხვევა რჩება, იუწყება „სინჰუა“. ფენგის თქმითვე, ქვეყანაში შიდა გადაცემა „ფაქტიურად ბლოკირებულია“.

თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ ჩინეთში დაავადების ეპიდემიის ახალი ტალღის წარმოქმნის შესაძლებლობაც არსებობს იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო — ფენგის განცხადებით, დაფიქსირებულია 693 იმპორტირებული შემთხვევა 42 ქვეყნიდან. ამის გამო, ჩინეთმა ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა.


ჩინეთში ამჟამად 82,120 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

3,304 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 75,576 გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი