ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ინფიცირების პირველწყაროს მოძიება მიმდინარეობს – ეზუგბაია

29 მარტი, 2020 • 724
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ინფიცირების პირველწყაროს მოძიება მიმდინარეობს – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლის შემთხვევაში ინფიცირების პირველწყაროს დადგენა მიმდინარეობს. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

“ესენი სამოქალაქო პირები არიან. ამ ჯგუფს სამსახურეობრივი რაღაც ერთმანეთთან დამოკიდებულება აქვთ, ეს კონტაქტებია, თუმცა პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. პირველწყარო ბოლომდე დადასტურებული არ არის. ასე რომ ჩვენ კატეგორიულად ვერ ვიტყვით აქ რა სიტუაციაა. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ექვსივე პაციენტი და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის,”-ამბობს ეზუგბაია.

თავდაცვის სამინისტრომ გუშინ, 28 მარტს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი