ახალი ამბები

კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება – ჯანმო

29 მარტი, 2020 • 3323
კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid-19 ჰაერით გავრცელებადი ინფექცია არ არის.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია ჰაერში 8 საათის განმავლობაში ძლებს.

“კორონავირუსი ძირითადად გადაიცემა წვეთებით, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს გამოყოფს”, – აცხადებს WHO და ადამიანებს მოუწოდებს:

  • დაიცვან 1 მეტრის დისტანცია ერთმანეთისგან
  • ზედაპირების დეზინფექცია ჩაატარონ
  • დაიბანონ ხელები
  • არ შეეხონ სახეს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის გადაცემა ხდება წვეთოვანი და კონტაქტური გზით. შემთხვევათა უმრავლესობა ინფიცირდება სიმპტომურ პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტით. ინფექციის წყარო შესაძლოა ასევე იყოს ასიმპტომური ინფექციით პაციენტიც. დახურულ სივრცეებში დიდი ხნით ყოფნისას ადამიანების ინფიცირება შესაძლოა მოხდეს ასევე აეროზოლითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი