ახალი ამბები

კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ საქართველოს $1.1 მლნ დოლარს გამოუყოფს

28 მარტი, 2020 • 1724
კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ საქართველოს $1.1 მლნ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად $1.1 მილიონ დოლარს გადასცემს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხით დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი