ახალი ამბები

კორონავირუსით იტალიაში 51 ექიმი დაიღუპა

28 მარტი, 2020 •
კორონავირუსით იტალიაში 51  ექიმი დაიღუპა

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ამ ვირუსით 51 ექიმი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სიენენი იტალიის ექიმთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხუთშაბათს ასოციაციის პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა ექიმებისთვის დამცავ აღჭურვილობის აუცილებლობაზე:

“პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაცვაა. ჩვენი ექიმები ომში შეუიარაღებელი აღმოჩნდნენ”.

51 გარდაცვლილი ექიმიდა 32 ლომბარდიაში მუშაობდა. ეს იტალიის სწორედ ის რეგიონია, სადაც ვირუსი ყველაზე სწრაფად გავრცელდა.

იტალიის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის თანახმად, ეპიდემიის დაწყების დღიდან იტალიაშო ჯანდაცვის სფეროს 6414 წარმომადგენელი დაინფიცირდა კორონავირუსით.

მასალების გადაბეჭდვის წესი