საქართველოში 27 მარტის საღამოს მდგომარეობით კორონავირუსის 83 დადასტურებული შემთხვევაა – ორი ახალი შემთხვევის შესახებ საღამოს გახდა ცნობილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ამ ორი ახალი შემთხვევის დაავადების წყარო.
27 მარტს, ჯამში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
27 მარტის მონაცემებითვე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ უკვე დატოვეს კლინები და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
სტატისტიკა დღის ბოლოს:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 83
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 14
- კარანტინის რეჟიმში – 4641
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239