დაავადებათა კონტროლის ცნობით, საქართველოში, 27 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებული სულ 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო, მე-14 პაციენტზე ინფორმაცია საღამოს განახლდა სპეციალურ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge
საღამოს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გაზრდილი არ არის, სტატისტიკა კი ასეთია:
- ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲓᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ – 81
- ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ – 14
- ᲙᲐᲠᲐᲜᲢᲘᲜᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ – 4505
- ᲡᲢᲐᲪᲘᲝᲜᲐᲠᲨᲘ ᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲨ – 247
კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ორ რეგიონში კი საკარანტინო რეჟმი მოქმედებს.