ახალი ამბები

აპრილის თვის პენსია მოქალაქეებს წინასწარ ჩაერიცხებათ

27 მარტი, 2020 • 4986
აპრილის თვის პენსია მოქალაქეებს წინასწარ ჩაერიცხებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“  შეთანხმებით, პენსიონერებს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცებათ.

მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ასახელებს.

შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით,  ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებლი წესით გაცემა.

კერძოდ:

პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში – აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან  დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე – 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან – 208.

საქართველოს მთავრობა მოუწოდებს  პენსიონერებს, მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას. მთავრობის აზრით,  პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი