გერმანული მეტალ- ჯგუფის, Rammstein-ის ვოკალისტი ტილ ლინდემანი ინტენსიურ განყოფილებაშია, მას კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუდასტურეს.
გერმანული გამოცემა Bild წერს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Bild-ის თანახმად, 15 მარტს ლინდემანი მოსკოვში კონცერტით იმყოფებოდა. ბერლინში დაბრუნებისთანავე მაღალი სიცხით სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანa. მას კორონავირუსი დაუდასტურეს.
მომღერალს პნევმონიის დიაგნოზი დაuსვეს, რის შემდეგაც ინტენსიური მოვლის განყოფილებაში, სპეციალურ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.
გერმანია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელსაც კორონავირუსმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ის ინფექცია 47 373 მოქალაქეს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 5 673, ხოლო გარდაიცვალა – 285.