ვითიბი ბანკი ამბობს, რომ COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად საწყის ეტაპზე 200 000 ლარს გამოყოფს
აღნიშნული თანხა ჩაირიცხება სპეციალურად COVID 19-ის შესაჩერებლად გახსნილ ფონდში (#StopCov) საქართველოს ბიზნესასოციაციის მეშვეობით.
ამასთანავე, ბანკი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სხვა მხარდამჭერ ნაბიჯებსაც გეგმავს.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ბევრი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე მოქალაქეების დახმარებას ცდილობს. მაგალითად, კორონავირუსის გამო შექმნილ ფონდში 12.5 მილიონი ლარი უკვე შეგროვდა.
StopCoV ფონდი ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა და მთავრობის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის stopcov.ge-ს ფარგლებში ფუნქციონირებს.
ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც კერძო კომპანიებს, ასევე, ფიზიკურ პირებს.
საქართველოში, 27 მარტის შუადღის მონაცემებით, კორონავირუსის 81 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია – 13.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.
ასევე ნახეთ: