ახალი ამბები

თბილისში მეთონე პურს უფასოდ არიგებს – ვიდეო

27 მარტი, 2020 • 2089
თბილისში მეთონე პურს უფასოდ არიგებს – ვიდეო

თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი თონე მოქალაქეებს პურს უფასოდ ურიგებს.

ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუკზე აქვეყნებს, ჩანს, რომ მაღაზიის ვიტრინაზე გამოკრულია ფურცელი, წარწერით – „პური უფასოდ!“. მოქალაქე ვიდეოში ამბობს, რომ მაღაზიის პატრონი გელა სხირტლაძეა, მის მაღაზიასთან კი ყოველდღე ათობით ადამიანი იკრიბება.

„არ ვიცი, ჩვენი დროის თუ დღის გმირებს ეძახიან, მაგრამ ჩემი უბნის გმირი არის, კარგი, გემრიელი რაჭველი კაცი, გელა სხირტლაძე. ის თონის პურს უფასოდ ყიდის. თვითონ კი მოშორებით დგას, რცხვენია, არ გადამიღოო“ ,- ამბობს ვიდეოს ავტორი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ბევრი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე მოქალაქეების დახმარებას ცდილობს.  მაგალითად, კორონავირუსის გამო შექმნილ ფონდში 12.5 მილიონი ლარი უკვე შეგროვდა.

StopCoV ფონდი ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა და მთავრობის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის stopcov.ge ფარგლებში ფუნქციონირებს.

ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც კერძო კომპანიებს, ასევე, ფიზიკურ პირებს.


საქართველოში, 27 მარტის დილის მონაცემებით, 26 თებერვლის შემდეგ კორონავირუსის 81 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია – 13. ეს ნიშნავს, რომ აქტიური პაციენტი ანუ ადამიანი, ვინც ახლა საავადმყოფოებში ვირუსს ებრძვის – 68 პაციენტია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

მასალების გადაბეჭდვის წესი